суббота, 8 апреля 2017 г.

ტრენინგის IX დღე

       ტრენინგის IX დღე  საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესოდ  წარიმართა, დღევანდელი დღე დაიწყო განვლილი მასალის გამეორებით,შემდეგ ეტაპზე თვალი გადავავლეთ პროექტების პრეზენტაციას,ვიმუშავეთ ბლოგში.მოვისმინეთ ჯგუფის წევრების მიერ დაგეგმილი  ,განსახორციელებელი პროექტები.თითეული ჯგუფის წევრის მიერ დანახული პრობლემა მართლაც აქტუალური და საინტერესოა.
       .განსაკუთრებით გამოვყოფ თამარ ხუციშვილის პროექტს,,მჯავა წვიმების მოვლენა დედამიწაზე და ხერხების მოძიება მათ აღმოსაფხვრელად".მიმაჩნია რომ დღევანდელი საზოგადოებისათვის  ბუნების დაცვა  და მასზე ზრუნვა მართლაც აქტუალური და მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლისათვის.
       ვფიქრობ ,რომ ინტელის ტრენინგის გავლამ ძალზე  დიდი ცოდნა და გამოცდილება მომცა  პროექტების დაგეგმასა და განხორციელებაში.  შევისწავლეთ როგორც პროექტის წერის შინაარსობრივი ,ასევე მისთვის საჭირო ბლოგების შექმნა, გაჯეტების დამზადება, .დრაივზე განთავსება. ინტელის ტრენინგის სასწავლო კურსს აქტუალურად გამოვიყენებ  მომავალი  პედაგოგიური საქმიანობის წარმართვისთვის

воскресенье, 2 апреля 2017 г.

ტრენინგის VIIIდღე

        დღევანდელი დღე დაიწყო განვლილი მასალის გამეორებით,შემდეგ შევისწავლეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნა,  გადავხედეთ ჩვენს  პორტფოლიოს და გადავიტანეთ იგი ჩვენს ბლოგზე.დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავი იყო.

суббота, 1 апреля 2017 г.

ტრენინგისVII დღე

დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესო და დატვირთული იყო.ტრენინგი დაიწყო განვლილ მასალის გამეორებით. პროექტზე მუშაობისას  შევისწავლეთ  განსხვავებულ მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინება.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.