суббота, 8 апреля 2017 г.

ტრენინგის IX დღე

       ტრენინგის IX დღე  საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესოდ  წარიმართა, დღევანდელი დღე დაიწყო განვლილი მასალის გამეორებით,შემდეგ ეტაპზე თვალი გადავავლეთ პროექტების პრეზენტაციას,ვიმუშავეთ ბლოგში.მოვისმინეთ ჯგუფის წევრების მიერ დაგეგმილი  ,განსახორციელებელი პროექტები.თითეული ჯგუფის წევრის მიერ დანახული პრობლემა მართლაც აქტუალური და საინტერესოა.
       .განსაკუთრებით გამოვყოფ თამარ ხუციშვილის პროექტს,,მჯავა წვიმების მოვლენა დედამიწაზე და ხერხების მოძიება მათ აღმოსაფხვრელად".მიმაჩნია რომ დღევანდელი საზოგადოებისათვის  ბუნების დაცვა  და მასზე ზრუნვა მართლაც აქტუალური და მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლისათვის.
       ვფიქრობ ,რომ ინტელის ტრენინგის გავლამ ძალზე  დიდი ცოდნა და გამოცდილება მომცა  პროექტების დაგეგმასა და განხორციელებაში.  შევისწავლეთ როგორც პროექტის წერის შინაარსობრივი ,ასევე მისთვის საჭირო ბლოგების შექმნა, გაჯეტების დამზადება, .დრაივზე განთავსება. ინტელის ტრენინგის სასწავლო კურსს აქტუალურად გამოვიყენებ  მომავალი  პედაგოგიური საქმიანობის წარმართვისთვის

воскресенье, 2 апреля 2017 г.

ტრენინგის VIIIდღე

        დღევანდელი დღე დაიწყო განვლილი მასალის გამეორებით,შემდეგ შევისწავლეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნა,  გადავხედეთ ჩვენს  პორტფოლიოს და გადავიტანეთ იგი ჩვენს ბლოგზე.დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავი იყო.

суббота, 1 апреля 2017 г.

ტრენინგისVII დღე

დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესო და დატვირთული იყო.ტრენინგი დაიწყო განვლილ მასალის გამეორებით. პროექტზე მუშაობისას  შევისწავლეთ  განსხვავებულ მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინება.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.

воскресенье, 26 марта 2017 г.

ტრენინგის VI დღე

დღევანდელი დღე დაიწყო განვლილი მასალის გამეორებით,ვიმუშავეთ მოსწავლის  პრეზენტაციის დამზადებაზე,შევიმუშავეთ და შევქმენით მშეფასების რუბრიკები.გადავხედეთ გაჯეტების დამზადებას

суббота, 25 марта 2017 г.

ტრენინგის V დღე


    დღევანდელი დღე საკმაოდ მნიშვნელონად წარიმართა,ტრენინგი დაიწყო განვლილი მასალის გამეორებით. შევისწავლეთ საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის დართვა პროექტზე,დავათვალიერეთ ჯგუფის წევრების ბლოგები და გავაკეთეთ კომენტარები.დღევანდელი დღის ყველაზე მნიშვნელოვანი მასალა გახლდათ მოსწავლის ბლოგების შექმნა,მისი გაფორმება და გაჯეტების დამზადება

воскресенье, 19 марта 2017 г.

ტრენინგის IV დღე

 დღევანდელი ტრენინგი საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იყო .ტრენინგი დაიწყო განვლილი მასალის  გამეორებით,განვიხილეთ შეფასების მეთოდები, ვიმუშავეთ პროექთების  პორტფოლიოს პრეზენტაციაზე აწყობაზე ,რომელიც საინტერესო და მნიშვნელოვანია პროექტის დაგეგმვისა და წარმართისთვის.

суббота, 18 марта 2017 г.

ტრენინგის III დღე

                                              ტრენინგის  III  დღე
    დღევანდელი ტრენინგის კურსი საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა, ტრენინგი დაიწყო განვლილი მასალის გამეორებით.შემდეგ  შევისწავლეთ პროექტის გეგმაზე თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ, პროექტისთვის შევიმუშავეთ  სტანდარტი და მიზანი,განვსაზრეთ საკვანძო სიტყვები, რომელიც აუცილებელია პროექტის განხორციელებისთვის.

воскресенье, 12 марта 2017 г.

ტრენინგის I I დღე


ტრენინგის  მეორე დღე საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო გამოდგა,დღის დასაწყისში შევარჩიეთ პროექტ -გაკვეთილის თემა,გავიმეორეთ  პირველი დღის მასალა, გავიმეორეთWORDIS ინსტრუმენტი  და გადავედით სრულიად უცხო და საინტერესო ახალ მასალაზე. შევისწავლეთ პროექტ -გაკვეთილებისთვის საინფორმაციო და სარეკლამო ბუკლეტების დამზადება,მისი დიზაინით გაფორმება.

суббота, 11 марта 2017 г.

ტრენინგის I დღე

  დავესწარი ინტელის  ტრენინგს, ტრენინგი დაიწყო ურთიერთგაცნობით,მისი მიმდინარეობისას  გავეცანი ინტელის ძირითად კურსს , რომელიც  საკმაოდ საინტერესო და მრავლისმომცველი იყო. გავეცანით  და შევისწავლეთ პორტფოლიოს შექნა და მისი გამოყენება პროექტებით  სწავლებისას,ასევე შევისწავლეთ რესურსების შენახვა და ბლოგების შექმნა .ტრენინგი საკმაოდ მრავლისმომცველი და მნიშვნელოვანია ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის ეფექტურად დაგეგმვისა და წარმართვისთვის.